header of idfi archive

Home   Site Map   E-mail decoration GEO / ENG

"საარქივო დოკუმენტების კრებულის  გამოცემა"
(საარქივო მასალების კვლევა და გამოცემა - 1956 წლის 5-9 მარტის მოვლენები საქართველოში)

 

პროექტი ხორციელდება საქართველოში შვეიცარიის საელჩოს დაფინანსებით.
პროექტის მხარდამჭრია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ  კავკასიის რეგიონალური ბიურო.
პროექტი ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს საარქივო სამმართველოსთან ერთად.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამართველოს და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს ერთობლივი პროექტი - "საარქივო დოკუმენტების კრებულის  გამოცემა" (საარქივო მასალების კვლევა და გამოცემა - 1956 წლის 5-9 მარტის მოვლენები საქართველოში), დააფინანსებულია საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მიერ.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) მიზნად  ისახავს საარქივო დოკუმენტების შესწავლას და საარქივო  საქმის განვითარების ხელშეწყობას საქართველოში. IDFI საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსს საარქივო სამმართველოსთან ერთად ხელს შეუწყობს კვალიფიციური მეცნიერების და მკვლევარების მოზიდვას და საარქივო კვლევებში მათ ჩართვას, რომ მოხდეს არქივებში დაცული აქამდე დაუმუშვებელი საარქივო მასალების შესწავლა და დამუშვება და შემდგომ, მათი პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნება.

პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ხელშეწყობით მოხდება არქივებში დაცული დოკუმენტების მოძიება, გადახარისხება, დამუშავება, მისი შესწავლა და გადარჩევა. გამოვლინდება ყველაზე საინტერესო დოკუმენტები. შერჩეული დოკუმენტები ორიგინალი ვერსიით, მკვლევარების მიერ გაკეთებული განმარტებითი კომენტარებით და ტერმინოლოგიის ლექსიკონით  გამოქვეყნდება საარქივო დოკუმენტების კრებულის სახით.


ასეთი კრებული, რომელიც გაჯერებული იქნება ფაქტობრივი დოკუმენტური მასალით, საშუალებას მისცემს ყველა დაინტერესებულ მკვლევარსა და ფართო საზოგადოებას გაეცნოს საბჭოთა საქართველოს ყოფის იმ რეალიებს, რომელიც 70 წლის განმავლობაში  დაფარული იყო გრიფით “სრულიად საიდუმლო.”


პირველ თემატური კრებული მიძღვნილი იქნება 1956 წლის 5-9 მარტის მოვლენებისადმი, როდესაც საბჭოთა ჯარებმა ჩაახშვეს სახალხო გამოსვლები თბილისში. ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ჯერ კიდევ შეუსწავლელია ამ მოვლენების რეალური საფუძვლები. იყო ეს სახალხო პროტესტი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ნიკიტა ხრუშოვის მიერ გამოცხადებული “პიროვნების კულტის” წინააღმდეგ, თუ ეს იყო პროტესტი ეთნიკური შინაარსით?

საბჭოთა საქართველოს ისტორია კვლავ შეუსწავლელი რჩება და საარქივო მასალების ასეთი პუბლიკაციების სერია მნიშვნელოვნად შეავსებს ამ ნაპრალს.

 

IDFI

All rights reserveb by IDFI
Web-page is supported by Embassy of Switzerland in Georgia GeStudio

Created by Ge Studio