header of idfi archive

Home   Site Map   E-mail decoration GEO / ENG

1956 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა,ნიკიტა სერგეის ძე ხრუშჩოვმა, სკ კპ-ის XX ყრილობის დახურულ სხდომაზე წაიკითხვა მოხსენება სახელწოდებით „პიროვნების კულტის  და მისის შედეგების შესახებ“. ხრუშჩოვის მოხსენება გორბაჩოვის ეპოქამდე რჩებოდა საიდუმლო დოკუმენტად,მიუხედავათ იმისა, რომ ის საბჭოთა სისტემის ისტორიული ცვლილებების ერთ-ერთ ათვლის წერტილად შეიძლება მივიჩნიოთ. 1956 წელს კი “სტალინის პიროვნების კულტის“ გამოაშკარავება და დაგმობა მოსახლეობამ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობამ აღიქვა მტკივნეულად, რამაც მასობრივი პროტესტი გამოიწყვია საქართველოში.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი „სრულიად საიდუმლო“საარქივო დოკუმენტებთან ერთად აქვეყნებს 1956 წლის მარტის თვეში საქართველოში გამოცემული გაზეთების კოლექციას, რომელიც ინსტიტუტის მკვლევარებმა მოიძიეს  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.გვინდა აღვნიშნოთ, რომ იმ პერიოდის საბჭოთა ბეჭდვით მედიაში საერთოდ არ არის ასახული საქართველოში 5-9 მარტს განვითარებული მოვლენები.

ვფიქრობთ, რომ ასეთი კოლექცია უფრო სრულყოფილად წარმოაჩენს 1956 წლის მარტის მოვლენებს და დაეხმაერება მკვლევარებსა თუ დაინტერესებულ საზოგადოებას მოვლენების სათანადოდგააზრებაში. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენს მიერ შეგროვებული გაზეთების კოლექცია დაინტერესებულ საზოგადოებას საშუალებას მისცემს დაინახოს განსხვავება ოფიციალურ პროპაგანდასა და რეალურ პოლიტკურ პროცესებს შორის.


IDFI

All rights reserveb by IDFI
Web-page is supported by Embassy of Switzerland in Georgia GeStudio

Created by Ge Studio